8.01.2025 რელიზი

8 იანვარი, 2025

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2024 წლის განმავლობაში 50 საჯარო სხდომა გამართა, სადაც 274 საკითხი განიხილა. მათი უმეტესობა მოქალაქეებსა და კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ დავებს შეეხებოდა. კომისიის მიერ მიღებული გადაწვეტილებებით, განხილული საკითხების 90%-ზე მეტი მოქალაქეთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა.

2024 წელს, კომისიაში შესული მოქალაქეთა განცხადება/საჩივრები, ძირითადად, შეეხებოდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან/და წყალმომარაგების კომუნალური კომპანიების მიერ განხორციელებულ უსაფუძვლო დარიცხვებს, მომარაგების  ხშირ წყვეტებს, ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთების ვადებსა და პროცედურებს. მარეგულირებლის გადაწყვეტილებებით, გასულ წელს ჯამში მოქალაქეებს ჩამოაწერათ 2 მილიონ ლარამდე უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები. გარდა ამისა, მომსახურების სტანდარტების დარღვევების გამო, კომისიის რეგულაციების შესაბამისად, კომუნაური კომპანიების მიერ მოქალაქეებზე კომპენსაციის სახით გაიცა 1,239,570 ლარი.