8.06.2022 რელიზი

8 ივნისი, 2022

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, საჯარო აუდიტის ინსტიტუტსა და ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა გელა წიკლაურმა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ.

მემორანდუმის მიზანია მარეგულირებელ კომისიაში დასაქმებულთა პროფესიული განვითარება, სტუდენტების, სპეციალისტების, დაინტერესებული პირების ცნობიერების ამაღლება და ენერგეტიკული სფეროს პოპულარიზაცია.

მხარეები ითანამშრომლებენ ერთობლივი პროფესიული, სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების, ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით, უზრუნველყოფენ ტრენინგ-კურსების, სემინარებისა და კვლევების, ერთობლივი სასწავლო ღონისძიებების, სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.