9.06.2021 რელიზი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულრებელი ეროვნული კომისიის წევრმა და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონალური ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარემ, მაია მელიქიძემ ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონალური ასოციაციის გენერალური ასამბლეა გახსნა. შეხვედრას ესწრებოდა კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და ასევე, ასოციაციის წევრი სახელმწიფოების სხვა ენერგეტიკული მარეგულირებელი კომისიების ხელმძღვანელი პირები.
გენერალურ ასამბლეაზე განიხილეს ასოციაციის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, წარმატებით განხორციელებული პროექტები და მათი შედეგები, იმსჯელეს სამომავლო პროგრამებსა და შეხვედრებზე. მონაწილეებმა ასოციაციის გაფართოების საკითხზე იმსჯელეს და ხმათა უმრავლესობით მოზამბიკის მარეგულირებელ კომისიას მიანიჭეს სრული წევრობის სტატუსი.
ჩატარდა პრეზიდიუმის არჩევნები სადაც ახალ წევრებად აირჩიეს პაკისტანისა და რუმინეთის მარეგულირებლების წარმომადგენლები.
გაიმართა სამადლობელი სიგელების გადაცემის ცერემონია.
გენერალური ასამბლეის მონაწილეთა გადაწყვეტილებით, აქტიური საქმიანობისა და ასოციაციის წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა კომისიის წარმომადგენელს, ზვიად გაჩეჩილაძეს.