9.12.2024 განცხადება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების განმახორციელებლ პირებს აცნობებს, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმულმა სიმძლავრემ გადააჭარბა გამანაწილებელი ქსელის პიკური დატვირთვის (890 მგვტ) 12%-იანი ზღვარს.
„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ შესაბამისად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 500 კვტ-ს.
ამასთანავე, ქსელზე მისაერთებელი ელექტროსადგურების ჯამურ დადგმულ სიმძლავრედ განსაზღვრულია განაწილების სისტემის ოპერატორის წინა წლის პიკური დატვირთვის 14 %.
„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაბამისი განაწილების სისტემის ოპერატორი ვალდებულია 12%-იანი დატვირთვის ზღვრის გადაჭარბების შესახებ აცნობოს კომისიას.
წესების შესაბამისად, სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 2024 წლის 5 დეკემბერს კომისიაში წარმოადგინა ინფორმაცია გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული და მიღებული განაცხადების თაობაზე. კომპანიის ინფორმაციის შესაბამისად, ამჟამად, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე შეადგენს 81 მგვტ-ს, ხოლო მიღებული განაცხადების სიმძლავრე (განხილვის ეტაპზე არსებული) 29.5 მგვტ-ია.









GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019