განცხადება

კომისია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბატონი ელიზბარ ერისთავის გარდაცვალების გამო.
ბატონი ელიზბარ ერისთავი იყო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პირველი თავმჯდომარე 1996-2003 წლებში და მას დიდი წვლილი მიუძღვის კომისიის დაფუძნებაში. იგი დღემდე კომისიის მთავარი მრჩეველი იყო.
ელიზბარ ერისთავი მრავალი წელი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე. იყო სათბობ–ენერგეტიკის სამინისტროს კოლეგიის წევრი, საქართველოს ენერგეტიკული აკადემიის პრეზიდიუმისა და საინჟინრო აკადემიის წევრი, ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონალური ასოციაციის საპატიო წევრი (ERRA), საქართველოს დამსახურებული ინჟინერი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
კომისია უსამძიმრებს ბატონი ელიზბარ ერისთავის ოჯახს.