განცხადება

30 ოქტომბერი, 2020

მთავრობის გადაწყვეტილებითკომუნალური შეღავათების პროგრამა გრძელდება და ფიზიკურ პირებს კომუნალური გადასახადები დაეფარებათ 4 თვის მანძილზე - ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში.

სახელმწიფოს მიერ კომუნალური გადასახადები დაეფარებათ  იმ აბონენტებს, რომლებიც: 

  • თვეში მოიხმარენ 200 კვტ/სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას. მათ ასევე დაეფარებათ სასმელი წყლის და დასუფთავების გადასახადიც. ასეთი აბონენტების რაოდენობა  1.2 მილიონს  აღემატება. 
  • თვეში მოიხმარენ 200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივ გაზს. ასეთი აბონენტების რაოდენობა 650 ათასზე მეტია.

კომისიის ვებგვერდზე მოქმედებს კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმა, სადაც იმ მოქალაქეებს, რომლებზეც ვრცელდება მთავრობის სუბსიდია, თუმცა სოლიდარობის ნიშნად სურთ არ ისარგებლონ აღნიშნული შეღავათით, საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება შეუძლიათ.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით კომისიის ქოლ ცენტრს - 16 216.