განცხადება

9 დეკემბერი, 2021

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ეხმიანება მედიაში ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის შესახებ. კომისია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის მატება არ იგეგმება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ამჯერადაც არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ  მცდელობას.

ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მარეგულირებელ კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ელექტროენერგიის ტარიფებზე. აღნიშნული წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტულ პროცედურულ ნაწილს, რაზეც კომისიამ განმარტება არაერთხელ გააკეთა. არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, დღეისათვის არ არსებობს ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილების საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა არ იგეგმება.