განცხადება

24 აპრილი, 2023

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია გამოთქვამს ღრმა მწუხარებას კომისიის მრჩეველთა საბჭოს წევრის, ღვაწლმოსილი ეკონომისტის, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, კომისიის პირველი შემადგენლობის წევრის (1996-2004), პროფესორ დემურ ჩომახიძის გარდაცვალების გამო.  

კომისია უსამძიმრებს ბატონი დემურ ჩომახიძის ოჯახსა და ახლობლებს.