განცხადება

2 ივნისი, 2023

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ეხმიანება გავრცელებულ დეზინფორმაციას თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით. მარეგულირებელი კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით წყლის ხარისხი სრულად აკმაყოფილებს ეროვნულ და საერთაშორისო ნორმებს. კომისია მოუწოდებს თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობას არ აყვნენ ცრუ ინფორმაციას. 

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სასმელი წყლის ხარისხის ლაბორატორიულ კონტროლს აწარმოებს ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში. სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგი ხდება როგორც წყალმომარაგების წყაროების სათავე ნაგებობებზე (არაგვის ხეობა, სამგორი, ღრმაღელე), ასევე წყალსადენის მაგისტრალებზე - 404 წერტილში. სასმელი წყლის დაბინძურება არც ერთ წერტილში არ ფიქსირდება. 

საქართველოს მასშტაბით სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. დამატებითი ლაბორატორიული კვლევებისათვის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს სააგენტოს ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე - 1501.