29.06.2023
29 ივნისი, 2023
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის №№, 33/1, 33/2, 33/3 და 33/4 გადაწყვეტილებებით შეთანხმებულ იქნა საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში მოქმედი თბოელექტროსადგურების (გარანტირებული სიმძლავრის წყაროები) 2023 წლის ივლისი-დეკემბრისთვის მოქმედი ბუნებრივი გაზის შესყიდვის ხელშეკრულებები.
ბუნებრივი გაზის შესყიდვის ხელშეკრულებების ძირითადი პირობები:
- შესყიდვის ფასი 143 (ას ორმოცდასამი) აშშ დოლარი 1000 მ3 - ზე, დღგ-ის გარეშე;
- ანგარიშსწორება ხდება ეროვნულ ვალუტაში (ლარში) საანგარიშო თვის ბოლო დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აშშ დოლარის ლართან მიმართებაში დადგენილი კურსით.
- ხელშეკრულებები ძალაშია 2024 წლის 1 იანვრამდე.