განცხადება

25 ივნისი, 2025

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 25 ივნისის №№24/2, 24/324/4 და 24/5  გადაწყვეტილებებით შეთანხმებულ იქნა საჯარო მომსახურების გამწევი თბოელექტროსადგურების (გარანტირებული სიმძლავრის წყაროები) 2025 წლის ივლის-დეკემბრის პერიოდზე შესასყიდი ბუნებრივი გაზის ფასი და ანგარიშსწორების პირობა:

  1. შესყიდვის ფასი 210 (ორას ათი) აშშ დოლარი 1000 მ3 - ზე, დღგ-ის გარეშე;
  2. ანგარიშსწორება ეროვნულ ვალუტაში (ლარში) საანგარიშო თვის ბოლო დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აშშ დოლარის ლართან მიმართებაში დადგენილი კურსით.