განცხადება
25 დეკემბერი, 2025
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 25 დეკემბრის №61/4, №61/5, №61/6 და №61/7 გადაწყვეტილებებით შეთანხმებულ იქნა საჯარო მომსახურების გამწევი თბოელექტროსადგურების (გარანტირებული სიმძლავრის წყაროები) 2026 წლის იანვარი-ივნისის პერიოდისთვის შესასყიდი ბუნებრივი გაზის ფასი და ანგარიშსწორების პირობა:
- შესყიდვის ფასი 210 (ორას ათი) აშშ დოლარი 1000 მ3 - ზე, დღგ-ის გარეშე;
- ანგარიშსწორება ეროვნულ ვალუტაში (ლარში) საანგარიშო თვის ბოლო დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აშშ დოლარის ლართან მიმართებაში დადგენილი კურსით.









GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019