28.02.2020

28 თებერვალი, 2020

 

26-28 თებერვალს ავსტრიაში, ქ. ვენაში აშშ-ს კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციისა (NARUC) და  აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ევროპისა და ევრაზიის ინიციატივის ფარგლებში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერირების ხელშეწყობის საკითხებზე პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საერთაშორისო ენერგეტიკული შეხვედრის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის ბაზრების დაწყვილებისა და სიმძლავრეების გაზიარების საკითხებზე მონაწილეებს შორის ინფორმაციის გაცვლა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ და კომისიის ელექტროენერგიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ნუგზარ ბერიძემ და ნიკოლოზ სუმბაძემ ქ. ვენაში გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. კომისიის თავმჯდომარემ საქართველოს ელექტროენერგეტიკის ბაზარის ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარადგინა და შეხვედრის მონაწილეებს ახალი რეგულირების პრინციპები გააცნო. დავით ნარმანიამ ისაუბრა  საკანონმდებლო სიახლეებზე, ნორმატიულ აქტებში ევროკავშირის დირექტივების ჰარმონიზებისა და  ენერგეტიკის ბაზრის რეფორმირების საკითხებზე. 

ასევე პრეზენტაცია წარადგინა ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ სუმბაზძემ და საქართველოს ელექტროენერგეტიკის ბაზარის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი დამხმარე მომსახურებისა და საბალანსო ბაზრის დანერგვის შესახებ ისაუბრა.