კომისიამ ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესი დაამტკიცა

27.05.2020 საჯარტო სხდომაზე კომისიამ ლიცენზირებისა და ენერგეტიკული საქმიანობის შეტყობინების თაობაზე წესები დაამტკიცა. წესები ადგენს ელექტროენერგეტიკული, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის გაცემის, ლიცენზიაში ცვლილების შეტანის, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების, გაუქმების სამართლებრივ საფუძვლებსა და პროცედურულ მოთხოვნებს.
წესები შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან: ლიცენზირების წესებისგან და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესისგან. ახალი რეგულაციით ლიცენზიის მაძიებლისა და ლიცენზიანტისთვის განისაზღვრა სავალდებულოდ შესასრულებელი პირობები. წესების მიხედვით, კომპანიები, რომლებიც ენერგეტიკულ საქმიანობას ახორცილებენ, მაგრამ კანონმდებლობის თანახმად არ საჭიროებენ ლიცენზირებას, ვალდებულნი არიან, შეატყობინონ კომისიას არალიცენზირებადი საქმიანობის შესახებ. ეს საქმიანობებია: ელექტროენერგიის წარმოება მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის მიწოდება და ვაჭრობა.
კომისიის მიერ წესების მიღება განპირობებულია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონით, რომელშიც გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირებისშეთანხმებისა და ენერგეტიკულ გაერთიანებასთან საქართველოს მიერთების ოქმის საფუძველზენაკისრი ვალდებულებები.