კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს N20 დადგენილებით ცვლილება შევიდა სამივე სექტორში მოქმედ მიწოდებისა და მოხმარების წესებში

1 მარტი, 2019

9 აგვისტოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს N18 დადგენილება, რომლითაც ცვლილება შევიდა კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში. ცვლილების თანახმად:

  1. 1. ლიცენზიატის განესაზღვრა ვალდებულება მომარაგების ინდივიდუალურად შეწყვეტა/აღდგენისას მომხმარებლის ინფორმირება მოახდინოს დაუყოვნებლივ;
  2. 2. დარეგულირდა გაუმრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარების მიზნობრიობის შეცვლის შემთხვევა;
  3. 3. დაზუსტდა ქვითარში მისათითებელი ინფორმაცია;
  4. 4. ლიცენზიატს განესაზღვრა ვალდებულება განცალკევებულად ასახოს ხანდაზმული დავალიანება;
  5. 5. აკრძალა მომხმარებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის ხანდაზმული დავალიანების დასაფარად მიმართვა, თუ აღნიშნული პირდაპირ არ არის მომხმარებლის მიერ აღიარებული;
  6. 6. დამატებით განისაზღვრა, რომ 1 ლარამდე დავალიანების არსებობის შემთხვევაში არ შეიძლება მომარაგების შეწყვეტია;
  7. 7. დაზუსტდა, თუ რა შემთხვევაში შეუძლია ლიცენზიატს მოსთხოვოს მომხმარებელს დეპოზიტი და გარკვეულ შემთხვევებში განისაზღვრა დეპოზიტის მოთხოვნის წესი;
  8. 8. რეგულირებაში შემოვიდა ელექტრონული აქტი;
  9. 9. განისაზღვრა ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის ან უკანონოდ მოხმარების შესახებ ელექტრონულ აქტზე მომხმარებლის ახსნა-განმარტების დაფიქსირების წესი, თუ აღნიშნული ტექნიკურად შეუძლებელია ელექტრონული აქტის შედგენის საშუალებით;
  10. 10. განისაზღვრა იმ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წესი რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში არ მარაგდებოდა;
  11. 11. დაზუსტდა რეგულირებადი მიერთების 100 მეტრის რადიუსი, კერძოდ მანამდე არსებული რეგულაცია ითვალისწინებდა წყალმომარაგების სისტემიდან 100 მეტრის რადიუსში მიერთებას. ცვლილების შედეგად 100 მეტრი განისაზღვრა სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელიდან როდესაც ადგილი აქვს სასმელი წყლის ქსელზე მიერთების მოთხოვნას და მოქმედი წყალარინების ქსელიდან 100 მეტრი, როდესაც ადგილი აქვს წყალარინების ქსელზე მიერთების მოთხოვნას.
  12. 12. დაზუსტდა, რომ სრული ტიპის მიერთების განაცხადზე ხარვეზის ერთ მოთხოვნაზე დადგენის შემთხვევაში, მოთხოვნილი მიერთება განხორციელდება მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენისას