რელიზი

1 ოქტომბერი, 2018

კომისიაში კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) ორგანიზებით და USAID-ს ფინანსური მხარდაჭერით ბუნებრივი გაზის ქსელის წესების შემუშავების თაობაზე შეხვედრები მიმდინარეობს. საერთაშორისო ექსპერტი, არნალდო ორლანდინი მიმდინარე კვირის განმავლობაში გამართავს შეხვედრებს კომისიის, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატის და ბუნებრივი გაზის ბაზრის სექტორის მონაწილეებთან, რის შემდეგაც მოამზადებს რეკომენდაციებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ქსელის წესების ეფექტიანად განხორციელებისათვის.

პროექტის -„ევროპისა და ევრაზიის პროექტი გაზის ტრანსპორტირების ქსელის წესების ჰარმონიზაცია და ქსელის განვითრებისა და ინვესტიციების დაგეგმვის ეკონომიკური შეფასების მეთოდოლოგია“ ფარგლებში კომისია NARUC-ისგან იღებს ტექნიკურ დახმარებას, რომელიც საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ბუნებრივი გაზის ქსელის წესების ეფექტიანი განხორციელებისათვის.