21.02.2022
21 თებერვალი, 2022
4 მარტს, 16:00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა თემაზე: „თავისუფალი მიმწოდებლის საქმიანობა და შესაძლებლობები საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე“.
შეხვედრის მიზანია საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე თავისუფალი მიმწოდებლის საქმიანობით დაინტერესებული პირებისათვის არსებული მარეგულირებელი ჩარჩოსა და დაგეგმილი ღონისძიებების გაცნობა, ასევე მათი მოლოდინებისა და სავარაუდო გამომწვევებზე მსჯელობა.
შეხვედრა გაიმართება ონლაინ რეჟიმში, ქართულ ენაზე.
მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ შემდეგი ბმულის საშუალებით: რეგისტრაციის გავლა
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 3 მარტი, 18:00 სთ.