სიახლე

12 მაისი, 2020

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა  და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თანამშრომლობით, ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალს my.gov.ge ახალი მომსახურება - ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შეთანხმება დაემატა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, სერვისით ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების ლიცენზიატები და  საკომუნიკაციო  სფეროს კომპანიები ისარგებლებენ.

კომუნალური მომსახურებისა და კომუნიკაციის სფეროს კომპანიებს სერვისი საშუალებას აძლევს ელექტრონულად შეათანხმონ ქსელის ხაზობრივი ნაგებობის პროექტი როგორც ერთმანეთთან, ისე სხვა უფლებამოსილ პირებთან, შეთანხმების მიღწევის შემდეგ კი მიმართონ შესაბამის მუნიციპალიტეტს საბოლოო თანხმობისთვის. 

ახალი მომსახურება მნიშვნელოვნად ამარტივებს ენერგეტიკისა და კომუნიკაციის სექტორებში დაგეგმილი სამუშაოების შესრულების პროცესს. ამასთანავე, ამცირებს თანხმობის მიღების ვადებს, რაც აუცილებელია როგორც ქვეყნის ელექტროენერგიით, ბუნებრივი გაზითა და სასმელი წყლით უსაფრთხო და სტაბილური მომარაგებისთვის, ასევე კომუნიკაციის სფეროში ხარისხიანი სერვისების მიღებისთვის. 

ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე ხელმისაწვდომია საჯარო სექტორში არსებული 500-ზე მეტი სხვადასხვა კატეგორიის ელექტრონული მომსახურება, რომელთა მიღებაც დისტანციურადარის შესაძლებელი. (მათ შორის, ოფიციალური წერილების კორესპონდენციასთან დაკავშირებული მომსახურებები).