14.05.2020 სხდომის შედეგები

14 მაისი, 2020

14 მაისის საჯარო სხდომაზე კომისიამ იმსჯელა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე.

დაკმაყოფილდა სს „თელასის“ მოთხოვნა ახალი მომხმარებლის შპს „სანთომი დიღომის“ ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ვადის გაზრდის თაობაზე. კომპანიის მხრიდან მომსახურების გაწევის ბოლო ვადად 2020 წლის 1 ივლისი განისაზღვრა. 

დამტკიცდა ნორმატიული დანაკარგები ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიებისათვის.

 შპს „დიღომი ვილა გაზისთვის“ ნორმატიული დანაკარგების ოდენობა 2020 წლის 15 მაისიდან 2023 წლის 1 იანვრამდე  -   2%-ით განისაზღვრა.

შპს „გოგოჭური და კომპანიისთვის“ ნორმატიული დანაკარგების ოდენობამ 2020 წლის 1 ივლისიდან  2023 წლის 1 იანვრამდე  0.08% შეადგინა.

შპს „ინტერ გაზი“-სთვის ნორმატიული დანაკარგების ოდენობა 2020 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის 0%-ით განისაზღვრა. 

შპს „დიდი დიღომისათვის“ ნორმატიული დანაკარგების ოდენობა შემდეგნაირად განისაზღვრა:

2020 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 1 იანვრამდე -   6.10%;

2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე - 4.12%;

2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე - 2.74%;

2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე - 2.03%;

2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე - 2%.

შპს „ენერგია+“-სთვის ნორმატიული დანაკარგების ოდენობა შეადგენს:

2020 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 1 იანვრამდე - 3%;

2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე  - 2.19%;

2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე -  2%.

შპს „ყამარი მ“-სთვის ნორმატიული დანაკარგების ოდენობა შეადგენს:

2020 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 1 იანვრამდე  -  6.90%;

2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე  -  4.79%;

2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე -   3.08%;

2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე -    2.24 %;

2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე  - 2 %. 

შპს „მამედი“-სთვის ნორმატიული დანაკარგების ოდენობა განისაზღვრა:

2020 წლის 12 აგვისტოდან 2021 წლის 1 იანვრამდე -3.12%-ით;

2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე - 2.26%;

2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე - 2%-ით.  

დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება  შპს „სოკარ ჯოარჯია გაზის“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის მიზნით. აღნიშნულ საკითხზე კომისიაში წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 12 ივნისი, ხოლო კომისიის გადაწყვეტილების - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ბოლო ვადაა 2020 წლის 1 ივლისი.