01.08.2019 რელიზი

1 აგვისტო, 2019

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 1 აგვისტოს საჯარო სხდომაზე დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედი კომპანიებისათვის გეგმური ტარიფების დადგენის მიზნით. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყება წარმოადგენს სატარიფო მეთოდოლოგიით გათვალისწინებულ გეგმურ პროცესს, რომელსაც სემეკი ბუნებრივი გაზის სექტორში ყოველწლიურად ახორციელებს.    

საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ სატარიფო განაცხადის გეგმური გადახედვის ფარგლებში, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის დადგენის მიზნით;

შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, სს „ენერგოკავშირის“, შპს „ვარკეთილაირის“, სს „საჩხერეგაზის“, შპს „ტაბას“, შპს „არზუ გაზის“, შპს „თელავგაზის“ სატარიფო განაცხადების გეგმური გადახედვის ფარგლებში ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით;

ამასთანავე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო ელექტროენერგიის მწარმოებელი კომპანიების - შპს „გარდაბნის თბოსადგურის“, შპს „ჯიფაუერის“ სატარიფო განაცხადების გეგმური გადახედვის ფარგლებში გარანტირებული სიმძლავრის საფასურის და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენის მიზნით.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების წესის შესაბამისად, კომისიაში წინადადებების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა 2019 წლის 1 ოქტომბერი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად 2019 წლის 31 დეკემბერი.