24.09.2019 რელიზი

24 სექტემბერი, 2019
 
 
 
              


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლები დავით ნარმანიას ხელმძღვანელობით, სომხეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის თანამშრომლებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრა გაიმართა საქართველო-სომხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში.

 
მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ელექტროენერგიით ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის საკითხები, ელექტროენერგეტიკული ბაზრების ფორმირებისა და განვითარების პერსპექტივები. ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებაზე, რომელიც იმუშავებს ენერგეტიკის სექტორში არსებული რეგულაციების დახვეწაზე საქართველოსა და სომხეთის ელექტროენერგეტიკული ბაზრების სპეციფიკების გათვალისწინებით