რელიზი

31 ოქტომბერი, 2019

 

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 22 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით 9 საჯარო სხდომა გამართა და 268 საკითხი განიხილა. მათი უმეტესობა შეეხებოდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებულ დავებს. მომხმარებელთა საჩივრები კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს, კომპანიების დადგენილებებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე.   

კომისიამ სადავო საკითხების უმეტესობა მომხმარებელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა და მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, ჩამოწერილი თანხების ჯამმა 177 452 ლარი შეადგინა.  

საჯარო სხდომებზე სადავო საკითხები განსახილველად წარადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების, რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტების, ასევე ენერგოომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენლებმა.