სიახლე

29 ნოემბერი, 2019

2019 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე გიორგი ფრუიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. იგი კომისიის წევრად 81 ხმით აირჩიეს. კანონმდებლობის შესაბამისად, გიორგი ფრუიძის კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოს საქართველოს პრეზიდენტმა წარუდგინა.

გიორგი ფრუიძე სპეციალობით ინჟინერ-ჰიდროენერგეტიკოსია. 1992 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტი, ხოლო 2004 წელს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ფინანსებსა და საბანკო საქმეში.
გიორგი ფრუიძე 2019 წლის 29 ოქტომბრამდე საქართველოს კომუნიკაციების კომისიის წევრის პოსტს იკავებდა.

იხილეთ საქართველოს პარლამენტის დადგენილება