რელიზი

24 სექტემბერი, 2018

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავამ სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ გამართულ შეხვედრაზე, საქართველოში სატარიფო რეგულირების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. 
ირინა მილორავამ მიმოიხილა ენერგეტიკის სექტორში არსებული სატარიფო მეთოდოლოგიები, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის მესამე ენერგეტიკული პაკეტის მოთხოვნებთან, ისაუბრა მიმდინარე სატარიფო საკითხებსა და ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებზე.

ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროცესის შესახებ, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ მრგვალი მაგიდა გაიმართა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკის დარგში სრულად განახლებული კანონმდებლობის პროცესში ევროკავშირის დირექტივებით გათვალისწინებულ, განსახორციელებელ ცვლილებებზე. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა იმსჯელეს „ენერგეტიკული სტრატეგია 2030“-ის მუშაობის მიმდინარეობის, სატარიფო რეგულირებისა და შენობების ენერგო ეფექტიანობის საკითხებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები