რელიზი

26 სექტემბერი, 2018

კომისიის წარმომადგენელმა სალომე ჯანელიძემ სლოვენიაში, ქალაქ ლუბლიანაში გამართულ ბუნებრივი გაზის ფორუმზე წარადგინა პრეზენტაცია თემაზე „საქართველოს ბუნებრივი გაზის მზარდი ბაზარი - ინვესტიციები გადაცემისა და საცავის ინფრასტრუქტურაში“.

ფორუმი ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნების სამინისტროების, მარეგულირებელი კომისიების, ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედი კომპანიების, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ. ფორუმში მონაწილეობა მიიღო, ასევე, კომისიის ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის დირექტორმა ირაკლი გალდავამ