რელიზი

2 ოქტომბერი, 2018

ირინა მილორავამ ბოდორნაჰესის გახსნის ცერემონიალზე ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ჩვენი ქვეყნისთვის, ყოველი ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც დამატებით ელექტროენერგიას მიაწვდის ელექტროსისტემას, ძალიან მნიშვნელოვანია.
ელექტროენერგიის კუთხით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო არის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა და ამიტომ, ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, რომ განვავითაროთ ადგილობრივი გენერაცია. განსაკუთრებით, ხელი შევუწყოთ განახლებადი ენერგიების განვითარებას“.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" ეკოლოგიურად სუფთა ჰესის, ბოდორნაჰესის მშენებლობა დაასრულა. ე.წ „მწვანე“ ჰესის მშენებლობისთვის კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციის საერთო მოცულობა 10 მლნ ლარია. კომპანიამ ჰესის მშენებლობა ნიდერლანდების განვითარების ბანკისა (FMO) და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებისგან (DEG) მიღებული გრძელვადიანი სესხის ნაწილით დააფინანსა. ახალი ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლრავე 2.5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 15 მლნ.კვტ/სთ.