რელიზი

11 ოქტომბერი, 2018

კომისიის წევრები - გიორგი ფანგანი და მაია მელიქიძე, თურქეთში, ქ. ანტალიაში ენერგეტიკის მარეგულირებლების რეგიონალური ასოციაციის (ERRA) მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობენ. ენერგეტიკის საინვესტიციო და რეგულირების კონფერენციაზე, კომისიის წევრმა - ECRB-ის პრეზიდენტმა გიორგი ფანგანმა, ენერგორესურსების მიწოდების უსაფრთხოებაზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. მაია მელიქიძე დაესწრო ERRA-ს გენერალური ასამბლეის, პრეზიდიუმისა და მარეგულირებელი კომისიების თავმჯდომარეთა შეხვედრებს. 
ამასთანავე, ქ. ანტალიაში ERRA-ს ლიცენზირებისა და კონკურენციის, ტარიფებისა და ფასწარმოქმნის კომიტეტების მიმდინარე შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი, ნუგზარ ბერიძე და ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი, გივი სანიკიძე. 
ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA) ევროპისა და აზიის რეგიონის ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებს აერთიანებს. ასევე, ასოციაციაში გაერთიანებულნი არიან პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. კომისია ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია.