რელიზი

19 ოქტომბერი, 2018

 

 

კომისიის წევრი დავით ნარმანია აზერბაიჯანში, ქ. ბაქოში მიმდინარე მე-3 ევრაზიულ კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის მოდელის და რეგულირების შესახებ პრეზენტაციით წარსდგა. დავით ნარმანიამ დეტალურად ისაუბრა ენერგეტიკული ბაზრის სტრუქტურაზე, განვითარების პერსპექტივებზე, მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ენერგეტიკული სექტორის გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

კონფერენცია, რომელიც ენერგეტიკის ეკონომიკის საერთაშორისო ასოციაციის (IAEE) ორგანიზებით ტარდება, 18 ოქტომბერს დაიწყო და 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება. კონფერენციის თემაა: ,,გლობალური ცვლილებების გავლენა კასპიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ენერგეტიკულ სექტორზე“.