ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

10.12.2018 რელიზი

10 დეკემბერი, 2018

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 10 დეკემბრის საჯარო სხდომაზე შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების გეგმიური ტარიფის დადგენაზე იმსჯელა. კომისიის გადაწყვეტილებით, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი შემცირდა და შეადგინა 1.870 თეთრი/მ3-ზე. (დღგ-ს გარეშე). ტარიფის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 2018 წელს მოქმედი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი შეადგენდა 1.884 თეთრს/მ3-ზე დღგ-ს გარეშე.