სიახლე

21 თებერვალი, 2019

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი

2019 წლის 1 თებერვალს, ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში დაიწყო საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი „მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ (ENI/2018/403-468) . პროექტი 21-თვიანია და მისი ღირებულება შეადგენს 1 200 000 ევროს. პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს მომსახურების ხარისხთან და მიწოდების საიმედოობასთან დაკავშირებული ნორმების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავება. პროექტის განმახორციელებელ პარტნიორებს ერთობლივად წარმოადგენენ ავსტრიის მარეგულირებელი ორგანო (E-Control), საფრანგეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია (CRE) და საბერძნეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანო (RAE).