20.02.2019 რელიზი

20 თებერვალი, 2019

კომისიაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიის შესახებ ევროპულ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ იმსჯელეს. ღონისძიება ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ორგანიზებით და EU4Energy Governance პროექტის - "ევროკავშირი ენერგეტიკის მმართველობა“ ფარგლებში შედგა. მას კომისიის და ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედი გამანაწილებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით საქართველომ აიღო ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის ჰარმონიზებისა და განხორციელების ვალდებულება. მომავალი ცვლილებებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის დადგენის მეთოდოლოგიის შესაბამისობაში მოყვანა ევროპის სატარიფო რეგულირების მოთხოვნებთან. კომისიამ “ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან” და “ენერგეტიკული პოლიტიკის კვლევის რეგიონულ ცენტრთან” (REKK) ერთად დაიწყო მუშაობა სატარიფო მეთოდოლოგიის განახლებასთან დაკავშირებით. ევროპის სატარიფო რეგულირების წესები ითვალისწინებს ბუნებრივი გაზის ტარიფის დადგენისას სიმძლავრის და მანძილის კომპონენტების გათვალისწინებას.