Forbes 27.03.2024
28 მარტი, 2024
მწვანე, იგივე განახლებადი ენერგია მწვანე ეკონომიკის ხერხემალია. განახლებადი ენერგიის ქვეშ იგულისხმება მზის, ქარის, გეოთერმული, საზღვაო/ტალღების, ჰიდრო, ბიოგაზისა და ბიომასისგან მიღებული ენერგია. მწვანე ეკონომიკის განვითარება ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას და ამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას. ამიტომაც მწვანე ენერგეტიკის განვითარება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს, მთავარი პრიორიტეტია. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები საკმაოდ სოლიდურ თანხებს ხარჯავენ და მწვანე ენერგეტიკის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებს ატარებენ: ხშირია ენერგიის გარანტირებული შესყიდვა ინვესტორისგან, გარანტირებული ფასის შეთავაზება; მწვანე ტარიფები და სხვა. იხილეთ ვრცლად>>









GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019