2024 წელს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ მომხმარებლებსა და მიმწოდებლებს შორის ანგარიშსწორების ფასი

2021 წლის 1 ივლისს განხორციელდა ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების განცალკევება და მომხმარებლებს მიწოდების მომსახურებას უწევენ მიმწოდებლები - შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“. ამავე თარიღიდან დაიწყო მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგიის შესყიდვის მიზნით განსაზღვრული პირველი საანგარიშო პერიოდი, რომელიც იწურება 2024 წლის 30 აპრილს.

ამ პერიოდის ბოლოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი მომხმარებლის სააბონენტო ბარათზე დადებითი ბალანსის სახით ასახულ კილოვატსაათებს შეისყიდის მიმწოდებელი. შესასყიდი ფასი განსაზღვრულია კომისიის მიერ და შეადგენს:

  • შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ მომხმარებლებისათვის - 18.132 თეთრი/კვტ.სთ-ზე;
  • სს „ეპ ჯორჯია მიწოდების“ მომხმარებლებისათვის - 14.017 თეთრი/კვტ.სთ-ზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ კომისიის ცხელ ხაზს: 16 216