მისია და სტრატეგია

მისია

ენერგეტიკისა და წყლამომარაგების სექტორებში კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებულ საწარმოებსა და მომხმარებელთა ინტერესებს შორის ბალანსის დაცვა, მარეგულირებელი ჩარჩოს მუდმივი სრულყოფა, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა და კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება გამჭვირვალობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებზე დაყრდნობით. 

სტრატეგიული მიზნები

ავამაღლოთ რეგულირების სტანდარტები საერთაშორისო პროექტების რეკომენდაციებისა და დაგროვილი გამოცდილების გამოყენებით, მათ შორის:

  • ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის ხელშეწყობა;
  • მომსახურების ხარისხის სრულყოფა;
  • ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დანერგვა;
  • საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
  • მომხმარებელთათვის ახალი და გამარტივებეული დისტანციური სერვისების შეთავაზება;
  • მომხმარებელთა ინფორმირებულობის გაზრდა მათი უფლება-მოვალეობების შესახებ;
  • მწვანე ენერგიის წარმოების და ნეტოაღრიცხვის ხელშეწყობა;
  • ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა.

 

საკომუნიკაციო სტრატეგია