ინფორმაციის საჯაროობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი:

ელეონორა ლაგვილავა 

აღმასრულებელი დირექტორი

ელ.ფოსტა: publicinfo@gnerc.org 

ტელ: (995 32) 242 0180

მის: ქ. თბილისი 0194, ადამ მიცკევიჩის 19, საქართველო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანო, საჯარო ინფორმაციის გაცემისას ხელმძღვანელობს  ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ამავე კოდექსის III თავის დებულებებით და მის საფუძველზე მიღებული ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 28 მარტის №7 დადგენილებით.

საჯარო ინფრომაცია ღიაა და ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის, გარდა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია თავისუფლად აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში.

საჯარო ინფორმაცია გაიცემა  წერილობითი განცხადების საფუძველზე დაუყოვნებლივ ან „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10 დღიანი ვადა, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებაში აუცილებელი არ არის მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. სხვისი კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის თაობაზე განცხადების შეტანისას განმცხადებელი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წარადგენს შესაბამისი პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ თანხმობას. 

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, სსიპ-მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სახელმწიფო სერვისების ელექტრონული პორტალიდან - www.my.gov.ge  ან კომისიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხიმგებელი პირის ელექტრონულ ფოსტაზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დადასტურებული მოთხოვნის გაგზავნით. 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ელექტრონული ფორმით წარდგენილი მოთხოვნა  ფიზიკური პირის შემთხვევაში უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: 

  • განმცხადებლის სახელს და გვარს;
  • პირად ნომერს;
  • საკონტაქტო ტელეფონის ნომერს. 

იურიდიული პირის შემთხვევაში:

  • ორგანიზაციის სახელწოდებას
  • საგადასახადო საინდენტიფიკაციო ნომერს;
  • იურიდიულ მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის სახელსა და გვარს. 

ელექტრონულ მატარებელზე ჩაწერის ან მატერიალური ფორმით მიღებისთვის, დაინტერესებულმა პირმა ,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანხის ოდენობა უნდა გადაიხადოს იმ შემთხვევაში, თუ იგი კომისიას არ წარუდგენს ელექტრონული მატარებელს (ოპტიკურ დისკს ან USB ფლეშ მეხსიერების ბარათს) ან მოთხოვნილი ინფორმაცია მატერიალური ფორმით აღემატება 10 ფურცელს. 

საჯარო დაწესებულების უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი