ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დასრულდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

24 აპრილი, 2019

13.06.2019 #10 დადგენილებით დასრულდა


ც ნ ო ბ ა

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, 24-ე, 25-ე და 26-ე მუხლების, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 და მე-13 მუხლების, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე, მე-100, 133-ე,  115-ე, 116-ე, 118-ე და 177-ე მუხლების თანახმად კომისიის 2019 წლის 24 აპრილის #33/16 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 12 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.

„საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 12 დეკემბრის № 34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2019 წლის 28 მაისი.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ბოლო ვადად განისაზღვრა 2019  წლის 5 ივლისი.

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. მისამართზე: 0194 ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19, ტელ.: 032 242 01 80, ფაქსი: 032 242 01 60, ელ. ფოსტა: mail@gnerc.org