ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დასრულდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

30 აპრილი, 2019


24.05.2019 #38/28 გადაწყვეტილებით დასრულდა 

ც ნ ო ბ ა

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, 24-ე, 25-ე და 26-ე მუხლების, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 და მე-13 მუხლების, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე, მე-100, 133-ე,  115-ე, 116-ე, 118-ე და 177-ე მუხლების თანახმად კომისიის 2019 წლის 30 აპრილის #34/2 გადაწყვეტილებით დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს „სვანეთი ჰიდროზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 მარტის № 23/20 გადაწყვეტილებით გაცემულ ელექტროენერგიის წარმოების  ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.

მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა  2019  წლის 21 აპრილი  14:00 საათი, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის გამოცემის ბოლო ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2019  წლის 30 მაისი.

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. მისამართზე: 0194 ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19, ტელ.: 032 242 01 80, ფაქსი: 032 242 01 60, ელ. ფოსტა: mail@gnerc.org