ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დასრულდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

16 მაისი, 2019

ცნობა

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 106¹, 106² და 1065 მუხლების თანახმად, კომისიამ 2019 წლის 16 მაისს #37/21 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს „ამბროლაურგაზის“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმების თაობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.

სს „ამბროლაურგაზის“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმების თაობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 13 ივნისი, ხოლო აქტის გამოცემის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 1 ივლისი.

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. მისამართზე: 0194 ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19, ტელ.: 032 242 01 80, ფაქსი: 032 242 01 60, ელ. ფოსტა: mail@gnerc.org

დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.