ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დასრულდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

13 სექტემბერი, 2018

29.11.2018 #24 დადგენილებით დარულდა

ცნობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 13 სექტემბრის №73/15 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება  „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში და გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 24 მაისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.

ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2018 წლის 11 ოქტომბერი, ხოლო აქტის გამოცემის ბოლო ვადად - 2018 წლის 31 დეკემბერი.

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მისამართზე: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19. ტელ.: 032 242 01 80, ფაქსი: 032 242 01 60.

დაინტერესებულ პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

იხილეთ დადგენილების პროექტი