ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დასრულდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

29 ნოემბერი, 2018

28.12.2018 #40 დადგენილებით დასრულდა 


ცნობა

„ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 27 დეკემბრის №43 დადგენილებაში  ცვლილების შეტანის მიზნით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის, აგრეთვვე, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4, მე-5, 46-ე და 499 მუხლების საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისაში, კომისიის 2018 წლის 29 ნოემბრის №98/12 გადაწყვეტილების თანახმად, დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ელექტრო-ენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 27 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – კომისიის დადგენილების გამოსაცემად.

კომისიის დადგენილების გამოცემის ვადაა არაუგვიანეს 2019 წლის 31 იანვარი, ხოლო აღნიშნული დადგენილების შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2018 წლის 27 დეკემბრის 18:00 საათი.

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. მისამართზე: 0194  ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის  ქ. № 19,  ტელ.: 032 242 01 80,  ფაქსი: 032 242 01 60.  

დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

 იხილეთ დადგენილების პეოქტი