დასრულდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

18 იანვარი, 2019

20.06.2019 #12 დადგენილებით დასრულდა


ცნობა

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 18 იანვრის  სხდომაზე N3/12 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ სამართლებრივი აქტის - კომისიის დადგენილების გამოსაცემად.  

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, დადგენილების პროექტზე მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2019 წლის 15 თებერვალი,  ხოლო დადგენილების გამოცემის ბოლო ვადა, კომისიის 2019 წლის 24 აპრილის საჯარო სხდომაზე მიღებული # 33/15 გადაწყვეტილებით, გაგრძელდა 2019 წლის 26 ივნისის ჩათვლით.  

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მისამართზე: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19. ტელ.: 032 242 01 80, ფაქსი: 032 242 01 60.  

დაინტერესებულ პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

იხილეთ დადგენილების პროექტი