ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დასრულდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

8 თებერვალი, 2019

27.06.2019 #14 დადგენილებით დასრულდა

4.07.2019 #15 დადგენილებით ჩასწორდა ტექნიკური ხარვეზი

ცნობა

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) 2019 წლის 8 თებერვლის №10/4 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება  „მომსახურების ხარისხის წესების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.

დადგენილების პროექტზე მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2019 წლის 13 მარტი, ხოლო მისი გამოცემის ბოლო ვადად - 2019 წლის 31 მაისი.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლი, აგრეთვე, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 და მე-5 მუხლები.

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია კომისიაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19. ტელ: 032 242 01 80; ფაქსი: 032 242 01 60. დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

31.05.2019 #42/38 გადაწყვეტილებით საქმის წარმოება გაგრძელდა 2019 წლის 1 ივლისამდე

იხილეთ დადგენილების პროექტი