ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დასრულდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

7 მარტი, 2019

27.03./2019 #23/20 გადაწყვეტილებით დასრულდა

ც ნ ო ბ ა

 

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, 24-ე, 25-ე და 26-ე მუხლების, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 და მე-13 მუხლების, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე, მე-100, 133-ე,  115-ე, 116-ე, 118-ე და 177-ე მუხლების თანახმად კომისიის 2019 წლის 7 მარტის #17/12 გადაწყვეტილებით დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს „სვანეთი ჰიდროზე“ ელექტროენერგიის წარმოების  ლიცენზიის გაცემის თაობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.

მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2019 წლის 27 მარტი 14:00 საათი, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის გამოცემის ბოლო ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2019  წლის 27 აპრილი. 

მისამართი: 0194 ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19, ტელ.: 032 242 01 80, ფაქსი: 032 242 01 60, ელ. ფოსტა: mail@gnerc.org