ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დასრულდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

7 მაისი, 2019

 14.06.2019 #11 დადგენილებით დასრულდა 

ცნობა

„ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 27 დეკემბრის №43 დადგენილებაში  ცვლილების შეტანის მიზნით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის, აგრეთვვე, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 და მე-5, მუხლების საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისაში, კომისიის 2019 წლის 7 მაისის №36/16 გადაწყვეტილების თანახმად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 27 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – კომისიის დადგენილების გამოსაცემად.

კომისიის დადგენილების გამოცემის ვადაა არაუგვიანეს 2019 წლის 1 ივლისი, ხოლო აღნიშნული დადგენილების შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 5 ივნისი, 18:00 საათი.

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. მისამართზე: 0194  ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის  ქ. № 19,  ტელ.: 032 242 01 08,  ფაქსი: 032 242 01 60 

 

დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

იხილეთ დადგენილების პროექტი