დასრულდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

5 ივნისი, 2019

 25.07.2019 #17 დადგენილებით დასრულდა 

ც ნ ო ბ ა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, 2019 წლის 5 ივნისის №43/1 გადაწყვეტილების თანახმად, დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.

საჯარო მსჯელობის საგანს წარმოადგენს გადაცემის ლიცენზიატის კუთვნილი სხვადასხვა ნომინალური ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებისთვის დადგინდეს მათში შეჭრის გზით მიერთების მაძიებელთათვის რეგულირებას დაქვემდებარებული მისაერთებელი ობიექტის სიმძლავრის მინიმალური ზღვარი, რაც იქნება იმის გარანტია, რომ ასეთი მიერთება არ გამოიწვევს გადამცემი ქსელის მუშაობის საიმედოობის შემცირებას, უზრუნველყოფს ქსელის საიმედო ოპერირებას, გამორიცხავს ხაზის გამრავალუბნინობასა და მასში გახშირებული ცვალებადი მიმართულებების და სიდიდის ენერგიის ნაკადების გადადინებებს. 

„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების ბოლო ვადად განისაზღვრა 2019 წლის 31 ივლისი.

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მისამართზე : ქ. თბილისი, ადამ მიცკევიჩის ქუჩა №19.  ტელ. 032 242 01 80,  ფაქსი: 032 242 01 60.

დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.