ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დასრულდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

19 ივლისი, 2019

23.08.2019 #71/8 გადაწყვეტილებით დასრულდა

ცნობა

 

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, 24-ე, 25-ე და 26-ე მუხლების, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10-ე და მე-13 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე, მე-100, 103-ე, 115-ე, 116-ე, 118-ე და 177-ე მუხლების თანახმად, 2019 წლის 19 ივლისს #60/4 გადაწყვეტილებით კომისიამ დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ვარკეთილაირის“ სახელზე გაცემულ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.

კომისიაში გამოგზავნილი 2019 წლის 10 ივლისის წერილით, განაწილების ლიცენზიატმა მოითხოვა მის სახელზე გაცემული ლიცენზიის მოდიფიცირება. კერძოდ, შპს „ვარკეთილაირის“ მოთხოვნაა მოხდეს მისი სალიცენზიო არეალის გაფართოება ქ. თბილისში, ვარკეთილი 3, რადიოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში (საკადასტრო კოდით: 01.01.517).

შპს „ვარკეთილაირის“ სახელზე გაცემულ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვროს 2019 წლის 15 აგვისტო,  აქტის გამოცემის ბოლო ვადად განისაზღვროს 2019 წლის 10 სექტემბერი.

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. მისამართზე: 0194 ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19, ტელ.: 032 242 01 08, ფაქსი: 032 242 01 60

დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.