საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

7 მაისი, 2020

28.05.2020 #39/3 გადაწყვეტილებით დასრულდა

ცნობა

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისაში, კომისიის 2020 წლის 7 მაისის 35/9 გადაწყვეტილების თანახმად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება - სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაზე“ საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირების ლიცენზიის გაცემის თაობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-15 პუნქტი, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12, მე-13, 23-ე, 29-ე და 168-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1061, 1062, 1065 მუხლები და 177–ე მუხლის მე-4 ნაწილი.

 სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაზე“ საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირების ლიცენზიის გაცემის თაობაზე  პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 27 მაისი, ხოლო კომისიის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 4 ივნისი.

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისაში მისამართზე: 0194 ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19, ტელ.: 032 242 01 80, ფაქსი: 032 242 01 60.

დაინტერესებულ პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.