საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

14 ივლისი, 2022

შეწყდა

 ცნობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2022 წლის 14 ივლისის N29/6 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილების გამოსაცემად.

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს  „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი, 29-ე მუხლის მე-7 პუნქტი, 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 1061, 1062, 1064, 1065  მუხლები და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტის თაობაზე მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2022 წლის 18 აგვისტო, ხოლო დადგენილების გამოცემის ბოლო ვადაა 2022 წლის 31 აგვისტო.

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მისამართზე: 0194 ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. №19. ტელ: 032 242 01 80; ფაქსი: 032 242 01 60 ელ. ფოსტა: mail@gnerc.org

დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

კომისიის 30.08.2022 N38/3 გადაწყვეტილებით წარმოების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 1 მარტი.

კომისიის 23.02.2023 N8/13 გადაწყვეტილებით, კომისს აქტის გამოცემის ბოლო ვადად განისაზღვრა 2023 წლის 31 მარტი

კომისიის 30.03.2023 N16/12 გადაწყვეტილებით, კომისს აქტის გამოცემის ბოლო ვადად განისაზღვრა 2023 წლის 30 ივნისი

იხილეთ განმარტებითი ბარათი

იხილეთ დადგენილების პროექტი

დადგენილების პროექტის განახლებული ვერსია 20.06.2023

 

განახლებული -  კარი I-II ზოგადი მოთხოვონები/ელექტროენერგეტიკულ სისტემაში დასაცავი ზოგადი მოთხოვნები 12.06.23

განახლებული - კარი III ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერირება 23.05.2023

განახლებული  - კარი V გადამცემ ქსელზე მიერთება, მოდიფიკაცია, აღდგენა 1.06.23

განახლებული - კარი VI ტრანსსასაზღვრო გადადინების მართვის მოდელი 07.07.23

განახლებული -  კარი VII ელექტროენერგიის აღრიცხვა 05.05.2023