საჯარო ადმინისტრაციული წარმოება
კომისიის 2023 წლის 2 ნოემბრის N43 დადგენილებით დასრულდა
ცნობა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2023 წლის 21 სექტემბერი #45/24 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2022 წლის 13 მაისის #22 დადგენილებით დამტკიცებული „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშებისა და გატარებაში მონაწილე გამანაწილებელი ქსელისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მოვლა-პატრონობის წესში“ ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილების გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“.
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.კ“ ქვეპუნქტი, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 177-ე მუხლები.
კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშებისა და გატარებაში მონაწილე გამანაწილებელი ქსელისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მოვლა-პატრონობის წესში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვროს 2023 წლის 19 ოქტომბერი, ხოლო დადგენილების გამოცემის ბოლო ვადაა 2023 წლის 19 დეკემბერი.
მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მისამართზე: 0194 ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. №19. ტელ: 032 242 01 80; ფაქსი: 032 242 01 60 ელ. ფოსტა: mail@gnerc.org
დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.