საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

31 დეკემბერი, 2019

 27.02.2020 #19/23 გადაწყვეტილებით დასრულდა

ცნობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 დეკემბრის №23 დადგენილებით დამტკიცებული „ლიცენზირების წესების“, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 და მე-13 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე, მე-100, 103-ე, 115-ე, 116-ე, 118-ე და 177-ე მუხლების თანახმად, კომისიამ 2019 წლის 31 დეკემბრის №110/2 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ეს ჯი გაზ - კომპანის“ სახელზე გაცემულ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.

კომისიაში 2019 წლის 27 დეკემბერს შემოსული წერილით, განაწილების ლიცენზიატმა მოითხოვა მის სახელზე გაცემული ლიცენზიის მოდიფიცირება.

შპს „ეს ჯი გაზ - კომპანის“ სახელზე გაცემულ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2020 წლის 31 იანვარი. აქტის გამოცემის ადმინისტრაციული წარმოების კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადა გაგრძელდა ერთი თვით და აქტის გამოცემის ბოლო ვადად განისაზღვრა 2020 წლის 27 თებერვალი.

 

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. მისამართზე: 0194 ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19, ტელ.: 032 242 01 80, ფაქსი: 032 242 01 60, ელ. ფოსტა: mail@gnerc.org

 

დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.